ახალი სამედიცინო იუთუბ-გადაცემის, „მედგიდის“ მესამე ეპიზოდი აუტიზმის სპექტრს მიეძღვნა.
გადაცემის წამყვანმა, სოფო ჯაფარიძემ სტუმრებთან, ლალი ჯანაშიასთან და მალინა ბერეკაშვილთან ერთად აუტიზმის დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე, ამ დიაგნოზით ცხოვრების სპეციფიკასა და მასთან დაკავშირებულ წარმოდგენებზე ისაუბრა.
ამავე გადაცემის სტუმარმა, მალინა ბერეკაშვილმა ისაუბრა საკუთარი გამოცდილებისა და ქალიშვილის – ალექსანდრას შესახებ, რომელიც არის აუტისტური სპექტრის მქონე.
„ვერ ვეგუებოდი [დიაგნოზს] და როდესაც ვერ ვეგუებოდი და უფრო და უფრო მირთულდებოდა ყველაფერი. როდესაც დავიწყე დაჯერება და შევეგუე, რომ ეს არის განსხვავებული, პირველივე დღიდან ყველაფერი წინ წავიდა. ბულინგიც გავიარეთ…
ამ ბავშვებს სჭირდებათ საზოგადოებაში გასვლა, მათი განვითარებისთვის და პრობლემისგან დაღწევისთვის მნიშვნელოვანია ყველგან, საზოგადოებაში გასვლა“ – აღნიშნავს მალინა ბერეკაშვილი.
როგორც ამავე გადაცემიდან გაირკვა, პატარა ალექსანდრა საოცრად გალობს.
