რამდენიმე დღეა, სოციალური ქსელი მოიცვა პატარა ბიჭის ვიდეომ, რომელიც შეუდარებლად ასრულებს ცნობილ იტალიურ სიმღერას „Caruso“.
ვიდეო ერთ-ერთ საქორწილო წვეულებაზეა გადაღებული, პატარა მომღერალი კი ზესტაფონში მცხოვრები რეზიკო ფერაძეა.
მისმა დახვეწილმა შესრულების მანერამ, საოპერო ვოკალმა და ძლიერმა ხმამ სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა – რეზიკოს ნამღერი ინტერნეტსენსაციად იქცა, ვიდეოს კი სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი იზიარებს და დადებითი შეფასებებით ეხმაურება.
„საოცარი ხმა აქვს“, „იმედია, მომავალში ამ ბიჭს დიდ სცენაზე ვიხილავთ“, „დიდი მომავალი გაქვს“, „ბიჭი უჩვეულო ხმის ტემბრით“ „უბადლო ნიჭიერება“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.