LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამ ფერს მოაქვს იღბალი და წარმატება… თუ გვსურს, ვიყოთ ჯანმრთელები, მაშინ ახალ წელს სწორედ ამ ფერში უნდა შევხვდეთ“ – რა ფერებში შევხვდეთ 2026 წელს – ფენ-შუის სპეციალისტის, ეკა კვარაცხელიას რჩევები

13023
ეკა კვარაცხელია

ახალი, 2026 წლის დადგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

რა ფერებში უნდა შევიმოსოთ ახალი წლის ღამეს, რათა ცეცხლოვანი ცხენის წელი წარმატების, იღბლის, ჯანმრთელობის და ფინანსური კეთილდღეობის მომტანი აღმოჩნდეს – ამის შესახებ ფენ-შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„ძირითადად, 2026 წლის ფერები გახლავთ:

1 – რა თქმა უნდა, წითელი, რადგან ცეცხლოვანი ცხენის წელი მოდის და წითელ ფერს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მოაქვს იღბალი და წარმატება.

2 – მწვანე – ეს ფერი განასახიერებს რესურსს, ასევე უძრავი ქონების შეძენის სურვილს და მისი რეალიზაციაში მოყვანის შესაძლებლობებს. ასევე განასახიერებს ჯანმრთელობას და თუ გვსურს, ვიყოთ ჯანმრთელები, მაშინ ამ წელს მწვანე ფერში უნდა შევხვდეთ. მწვანე ფერი ასევე კარგია მათთვის, ვინც სწავლობს და სურს, კვალიფიკაცია აიმაღლოს.

3 – ოქროსფერი – ის 2026 წელს სიმდიდრის და ფინანსური კეთილდღეობის ფერი გახლავთ, ამიტომ შეგიძლიათ შეიმოსოთ და სახლი მორთოთ ამ ფერებში. ცხენი ძალიან მდიდრული, ტრადიციული ცხოველია და მას უყვარს ფუფუნება, უყვარს ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ანათებს და კაშკაშებს.

წლის ანტიფერებია – ცისფერი, ლურჯი და შავი. ისინი სიმბოლიზირებს წყალს, ანუ ცეცხლის ანტაგონისტი ფერებია, ამიტომ არ გირჩევთ, ახალი წლის ღამეს ამ ფერებში შეიმოსოთ. ანტაგონისტ ფერებს შეიძლება მივაკუთვნოთ თეთრიც, რადგან ის ნაწილობრივ სიმბოლიზირებს წყლის ენერგიას.

არ რის სასურველი ე.წ. სერი და ვერცხლისფერები, ისინი ლითონის ფერებია, ცეცხლი კი ლითონს ადნობს, შესაბამისად, ამ ფერებს არ მოაქვს ის წარმატება, პოზიტივი და იღბალი, რომელიც ცხენის წლისგან გვჭირდება.

ჩაცმულობაში პრიორიტეტულია ჟოკეის სტილის ლუქი, კარგი იქნება, თუ ვარცხნილობაში შეიტანთ ე.წ. „ცხენის კუდს“ და თმაში ბრჭყვიალა თმის დამჭერებს ჩაიმაგრებთ. გამოიყენეთ ბრჭყვიალა აქსესუარები. პრიორიტეტი ენიჭება ოქროს“, – აღნიშნავს ფენ-შუის სპეციალისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g