ქართველი პოეტი ტარიელ ხარხელაური, რომელიც წელს 80 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, თბილისის N32 საჯარო სკოლაში მიიწვიეს.
ტარიელ ხარხელაურის იუბილე სკოლამ საპატიო სტუმრებთან ერთად აღნიშნა.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, მოსწავლეების მიერ წაკითხული ლექსები და პოეტის მიმართ გამოხატული სიყვარული განსაკუთრებულად სასიამოვნო და ამაღელვებელი იყო სააქტო დარბაზში მყოფი სტუმრებისთვის და თავად ტარიელ ხარხელაურისთვის.
აღსანიშნავია 5 წლის გიორგი სარადისის მიძღვნა პოეტს – მან ტარიელ ხარხელაურის ლექსი „შინა ზის ხარხელაური“ წაიკითხა და აუდიტორიის ოვაციები დაიმსახურა, თავად პოეტი კი მოზარდს ფეხზე წამოუდგა.
აღნიშნული კადრები ტარიელ ხარხელაურის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
„ამაზე დიდი ბედნიერება არსებობს?“ „გაიზარდე სასახელო ბიჭი“, „რა საოცარი ბავშვია“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ფოტო სლაიდზე: თბილისის N32 საჯარო სკოლა
