სალომე ლილუაშვილი, რომელმაც აშშ-ში „სუხიშვილების“ კონცერტი შესანიშნავად დააორგანიზა, სოციალურ ქსელში ნინო სუხიშვილის ვიდეოს გვიზიარებს.
კადრებში ჩანს, როგორი ემოციით უყურებს ნინო კულისებიდან ანსამბლის ცეკვას.
„ამაზე ლამაზი არაფერი მინახავს.
იჯდა კუთხეში – გულზე ხელდადებული, უცნაური სიდინჯით და ამავდროულად, ღელვით და თვალს არ აშორებდა კულისიდან სცენას. თან, დემნას კაბა ეცვა.
ილიკომ და ნინომ ცხოვრება მიუძღვნეს ამ დიდებულ საქმეს. არ ვიცი ვინმე, ვინც ჩვენი სამშობლოსთვის იმდენს აკეთებს, რასაც ეს ორი გენიალური ადამიანი,“ – წერს სალომე ლილუაშვილი.
