მაკა ჩიჩუა „მადისაღმძვრელ პოდკასტს“ ესტუმრა და ისაუბრა წარმატების ფენომენზე:
„ამბობენ, რომ შენ უნდა იყო წარმატებული. რას ნიშნავს ეს? შენ უნდა იყო ბედნიერი. როცა ბედნიერი ხარ, წარმატებულიც ხარ და ჯანმრთელიც. ადამიანს მისცეს მიზანი, რომ რაღაცისკენ უნდა ისწრაფვოდე. არაფრისკენ უნდა ისწრაფვოდე, უნდა იპოვო ის საქმე, რაც ბედნიერებას მოგიტანს, იქიდან შეიძლება წამოვიდეს ათასი სიკეთე. ეს წარმატება დაპრესეს და მოაქციეს წნეხში. ასეთი შეგრძნება მაქვს. გისურვებ წარმატებას – ასეთი სურვილი აღარ მომწონს. იყავი ბედნიერი – ყველაფერს მოიცავს…“
