ნატალია ყიფშიძე აქტიურად უერთდება აქციებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
როგორც ნატალია ამბობს, ის ახალგაზრდების პოზიციას სრულად იზიარებს და სწორედ ამიტომ იღებს აქციებში მონაწილეობას.
„მიხარია ამდენი ადამიანი ერთად რომ ვართ შეკრებილი. ამდენ ახალგაზრდას, რომელსაც ამდენად უყვარს თავისი სამშობლო, ვერავინ დაამარცხებს.
დედაჩემის მხარე ჩემს მხარეს არის, სადაც არ არის ჩემი პოზიცია გაზიარებული, იქ ამ თემაზე არც ვსაუბრობ“ – თქვა ნატალია ყიფშიძემ.