YouTube–არხის Resurrection Auto LLC–ის ავტორებმა იპოვეს და იყიდეს ავტომობილთა სასაფლაო, სადაც Chevrolet–ის 150–ზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა. კოლექციის დიდი ნაწილი სედანები, კუპე და კაბრიოლეტია, ასევე არის 20–მდე პიკაპიც.
სასაფლაოს ახალი მფლობელები არ მალავენ, რომ ავტომობილთა დიდი ნაწილი ჯართია და აღდგენას არ ექვემდებარება. თუმცა, მათი დაშლა და ნაწილებად გამოყენება შეიძლება. აღმოჩენილი მოდელები 1950–80 წლებშია გამოშვებული. მოდელთა შეძენის მსურველთა განცხადებები უკვე მიიღება და როგორც „სასაფლაოს“ მფლობელები ამბობენ, აქტიურობა მართლაც ძალიან დიდია.
