მარიამ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ცანს, როგორ მღერის მანჰეტენზე ამერიკელი ბიჭი „წინწყაროს“.
მარიამი წერს:
„დღეს Trader Joe-ში შევედი, მანჰეტენზე, ვესტ საიდზე.
პროდუქტების შეძენისას საუბარში აყოლილმა მოლარემ ეროვნება მკითხა. ვუპასუხე, პატარა ქვეყნის შვილობით დარცხვენილმა, ამ სიტყვის სევდიანი და ამრიგად, ფაქიზი მნიშვნელობით, საქართველოდან-მეთქი.
ილინოისელმა ჯეკი-ჯონმა, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა, პირველ ჯერზე იმღერა „ჰადილო“, მეორე ჯერზე – „წინწყარო“.
დილა მშვიდობის“.