ყოველ ახალ წელს, 2 იანვარს, ბედობა დღეს, მეგობრები, ტრადიციულად, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის სახლში იკრიბებიან.
გამონაკლისი არც 2024 წლის 2 იანვარი იყო, მომღერალთან მისულმა სტუმრებმა ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად აქციეს.
სტუმრებს შორის იყვნენ მწერლები – ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი, რომლებმაც ეკა მამალაძესთან ერთად შესანიშნავად იმღერეს „თმაში ჭაღარა შემომერია“, მათ აკომპანემენტს ნანი ბრეგვაძე უწევდა.
✨ „თმაში ჭაღარა შემომერია“ – ბედობა ნანი ბრეგვაძესთან <3
ვიდეო: მაია გურაბანიძე #fortunage
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on სამშაბათი, 02 იანვარი, 2024
სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ლაშა ბუღაძის სიმღერის კიდევ ერთი ვიდეო, მან შესანიშნავი მუსიკალური მონაცემები გამოავლინა და ჯაკომო პუჩინის ლეგენდარული Nessun dorma იმღერა, აკომპანემენტი კი პიანისტმა ნიკა ნიკვაშვილმა გაუწია.
ხმაზე რომ იქნება მერე ნახეთ :))) Lasha Bugadze იქნებ ახალ პროექტზეც მოგიწვიოთ ?? ბედობა ნანისთან 2024 Nikoloz Rachveli Nino Nakhutsrishvili Eka Mamaladze Maka Mikadze Marina Beridze David Gersamia Rati Amaglobeli Nika Nikvashvili
Posted by Teona Jorbenadze on ოთხშაბათი, 03 იანვარი, 2024
ცნობად სახეებს შორის ნანი ბრეგვაძესთან ასევე იმყოფებოდნენ სტეფანე მღებრიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, მარინა ბერიძე და დავით გერსამიაც.