ნანუკა ჟორჟოლიანი მოხალისეებთან ერთად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანატოლი გიგაურის ოჯახში, ქარელში ჩავიდა.
ტელეჟურნალისტი სოციალურ ქსელში ანატოლი გიგაურის სახლში მისვლის კადრებს აქვეყნებს. როგორც ვიდეომიმართვაში ნანუკა ჟორჟოლიანი ჰყვება, ანატოლი გიგაურმა მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მისწერა და სთხოვა, რომ მის ოჯახს აღებული მოსავლის დაბინავებაში დახმარებოდნენ:
„ვართ ქარელში, ანატოლი გიგაურის სახლში, მოგვაქვს 2 ტონა კარტოფილი. უნდა იცნობდეთ ამ საოცარ ადამიანებს, მოხალისეებს. განსაკუთრებული მადლობა Ana Gordeli, რომელმაც გააკეთა ყველაფრის ლოჯისტიკა. ფასის სპეციალური სტიკერებიც კი იყიდა.
Mariam Chkhapelia ოქროს გოგო, რომელმაც დააკავშირა ოჯახს ბაზრის დისტრიბუტორები, ეს ამბავი არ გამოვიდა და შემდეგ მოძებნა მოხუცებულთა თავშესაფრები. იცნობდეთ ამ ოქროს ბიჭს – ირაკლი მილაძე, რომელმაც მისი წიგნები გაყიდა რუსთაველზე და 1 400 ლარი ჩაურიცხა მოხალისეებს, ყველა ხარჯისთვის და ოჯახისთვის. მადლობა მოხალისეებს და იმ ადამიანებს, რომლებიც აქ უკვე იყავით და ვინც ჩამოხვალთ!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
ვართ ქარელში. ანატოლი გიგაურის სახლში. მოგვაქვს 2 ტონა კარტოფილი. უნდა იცნობდეთ ამ საოცარ ადამიანებს. მოხალისეებს. განსაკუთრებული მადლობა Ana Gordeli რომელმაც გააკეთა ყველაფრის ლოჯისტიკა. ფასის სპეციალური სტკერებიც კი იყიდა:)) Mariam Chkhapelia ოქროს გოგო. რომელმაც დააკავშირა ოჯახს ბაზრის დისტრიბუტორები, ეს ამბავი არ გამოვიდა და შემდეგ მოძებნა მხუცებულთა თავშესაფრები. იცნობდეთ ამ ოქროს ბიჭს ირაკლი მილაძე, რომელმაც მისი წიგნები გაყიდა რუსთაველზე და 1400 ლარი ჩაურიცხა მოხალისეებს, ყველა ხარჯისთვის და ოჯახისთვის. მადლობა მოხალისეებს და იმ ადამიანებს, რომლებიც აქ უკვე იყავით და ვინც ჩამოხვალთ!
Posted by Nanuka Zhorzholiani on პარასკევი, 27 დეკემბერი, 2024