ანდრო დგებუაძე აჭარის ტელევიზიის გადაცემაში პროექცია ოჯახში აღზრდის მნიშვნელობაზე საუბრობს:
„ყურში მაქვს დედაჩემის სიტყვები, რომელიც ამბობს, იმ ადამიანს ეტყობა, რომ ოჯახშია გაზრდილიო. მაშინ ვეჩხუბებოდი დედაჩემს, ამას ნუ ამბობ-მეთქი, მაგრამ ახლა ცოტა ვეთანხმები. უამრავ რაღაცას ისწავლი, მაგრამ თითქოსდა არის რაღაც, რასაც ან ძალიან ძნელად ისწავლი, ან ეს უნდა მოგდევდეს აღზრდის იმ ნაწილით, რომელსაც ჰქვია, პირობითად, ოჯახი.
ჰუმანიზმი არის მაღალი წერტილი, როცა ადამიანი თავისი ქმედებით გადის მორალურ არჩევანზე. დედაჩემი გულისხმობდა არა მარტო ჰუმანიზმს, არამედ მანერებსაც. მე ექსპერტად ვერ გამოვდგები, რომ ჭკვიანური ვთქვა ამასთან მიმართებით, მაგრამ არის რაღაც ელემენტი, რომელიც როგორც მანერა, უნდა დაგყვებოდეს, რაც ამბობს, რომ მეორე ადამიანს უყურებ ცოტა ამაღლებულად, პატივისცემით. დღეს ვხედავ ცოტათი ამის დევალვაციას.
@ajarabroadcaster დედა ამბებოდა ხოლმე: "ეტყობა ოჯახში როა გაზრდილიო", – ანდრო დგებუაძე #აღზრდა #დედა #ოჯახი #ადამიანი #ჰუმანიზმი
♬ original sound – აჭარის მაუწყებელი
