LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ანდრო, მიყვარხარ და მენატრები…შენთან ერთად არ ვიზეიმებთ იმ გამარჯვებას, რომლისთვისაც დიდი ხანია ვიბრძვით“ – ეკა დემეტრაძის მიმართვა ანდრო ჭიჭინაძეს

319
2025-02-20_01-36-22_554788

ეკა დემეტრაძემ მედიის ეთერში, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს მიმართა და თანადგომა გამოუცხადა.

მისი თქმით, ბოლოს ერთად გამარჯვებას აუცილებლად იზეიმებენ.

„ანდრო, მიყვარხარ და მენატრები. იცოდე, რომ ჩვენ აქ ვართ და ვიქნებით მანამდე, სანამ შენთან ერთად არ ვიზეიმებთ იმ გამარჯვებას, რომლისთვისაც დიდი ხანია ვიბრძვით. სულ ვფიქრობთ შენზე და წინ უამრავი საინტერესო ამბები გვაქვს. მინდა ასევე მივმართო სინდისის პატიმრებს და ვუთხრა, რომ რამდენი მინუსიც არ უნდა იყოს გარეთ და როგორც არ უნდა დაგვემუქროს პოლიცია, ჩვენ აუცილებლად გავაჟღერებთ თქვენს ხმას“, – ამბობს ეკა დემეტრაძე.

ცნობისათვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც 5 დეკემბერს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ 10 იანვარს კვლავ პატიმრობაში დატოვა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც სოლიდარულია თითოეული პატიმრის მიმართ“ – ანდრო ჭიჭინაძის წერილი გლდანის ციხიდან

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი: „რომ არა აბსურდული ბრალდება, უკანონო პატიმრობა და სამაგალითოდ დასჯის მიზანი – დღეს ანდრო ნაცვლად გლდანის ციხისა, კილიმანჯაროს მწვერვალზე იქნებოდა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g