ილო ბეროშვილი ცხოვრების რთულ პერიოდს იხსენებს, რა დროსაც მავნე ჩვევას ებრძოდა.
ამის შესახებ მსახიობმა გადაცემაში „გაბედე“ ისაუბრა.
„აქეთ მამაჩემს ვეჭირე, აქეთ ანის ვეჭირე და წამიყვანეს. ანი მივლიდა, სამი დღე პამპერსები არ გამიხდია, ვერ ვდგებოდი საწოლიდან, ფეხები ისე მტკიოდა, რომ ვკვდებოდი, ვყვიროდი ბოლო ხმაზე იმიტომ, რომ ფეხები მისკდებოდა ტკივილისგან…
ხელოვნური კომიდან რომ გამოვედი, მეგონა, რომ ვიყავი თხევადი, წარმოიდგინე…“ – ჰყვება ილო ბეროშვილი.
