LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ანიტა რაჭველიშვილი უმძიმეს პერიოდზე, როცა სიმღერა აღარ შეეძლო: „ფორმიდან ამოვვარდი. ამას მოჰყვა სპექტაკლები, რომლებიც ჯობდა, არ მემღერა… ვერავინ იპოვა მიზეზი, სანამ საქართველოში არ ჩამოვედი და ჩემს ექიმთან არ მივედი…“

174
ანიტა რაჭველიშვილი

ანიტა რაჭველიშვილმა „პირველ სტუდიასთან“ თავისი ცხოვრებისა და კარიერის უმძიმეს პერიოდზე ისაუბრა, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობდა:

„მშობიარობის შემდეგ სიმღერა რომ დავიწყე, მივხვდი, რომ სხეული და ხმა არ იყო წესრიგში. რა თქმა უნდა, პაუზამაც იმოქმედა, ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა ჰორმონალური ცვლილებები. ერთი-ორი წელი გინდა, რომ ფორმაში ჩადგე. ამ ყველაფერმა განაპირობა ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც ხელს მშლიდა, ხმა იყო, მაგრამ ხმის კონტროლი იყო პრობლემა, ამის სწავლას წლები მოვანდომე, ხმის კონტროლი, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა. ფორმიდან ამოვვარდი. ამას მოჰყვა სპექტაკლები, რომლებიც ჯობდა, არ მემღერა. ვცდილობდი, ბოლომდე ვიბრძოდი. ვიყავი არაერთ ექიმთან, გამოკვლევები, კონსულტაციები მქონდა… ვერავინ იპოვა მიზეზი, სანამ არ ჩამოვედი თბილისში და არ მივედი ფონიატრ ნინო ტვილდიანთან და მუდარით ვთხოვე, მიშველეო. ქალბატონი ნინოს დახმარებით გავიგე, რა მჭირდა, იყო ფარული ინფექციები, იყო კუჭის პრობლემა, რომელზეც კატეგორიულად მომთხოვა, წადი და გაიკეთე ოპერაციაო. ეს მოქმედებდა სასუნთქ სისტემაზე. დიდი ხანი დამჭირდა, რომ მემკურნალა, ჰორმონალური და ფსიქოლოგიური პრობლემები იყო, რომელიც მოჰყვება წარუმატებლობას, გინდა იმღერო და ვერ მღერი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g