LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ანნა სულაბერიძე დღეს ერთი წლის გახდა

1873
paatazakareishvili-19-1000x545 (3)

პროდიუსერისა და ტელეწამყვანის, ნოე სულაბერიძისა და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის ქალიშვილი ანნა სულაბერიძე დღეს ერთი წლის გახდა.

ჟანეტმა სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც პატარა ანნას დაბადება გაიხსენა.

„ერთი წლის წინ 28 იანვარს, ღამის 2 საათზე ახდა ჩემი ოცნება!!!! სამყაროს მოევლინა პატარა ბარტყი 3,400 კგ და 51 სმ. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ უჩანდა. დაიბადა თუ არა მუცელზე დამადეს, რათა ჩემი სითბო ეგრძნო და თან ჭამაც დაეწყო გოგოს. ერთი წელი კი გავიდა, მაგრამ ეს ჩვევად შემოგვრჩა.

ხშირად მეკითხებიან თუ რა არის ჩემთვის ბედნიერების აღქმა. ეს არის მომენტი, როდესაც ანნა მთხოვს ჩემს მუცელზე დაწოლას, თან სახეზე მეფერება, თან თვალებში შემცქერის, თან რძეს მიირთმევს. არ ვიცი კიდევ როდემდე გავაგრძელებთ ბუნებრივ კვებას, მაგრამ უკვე ვხვდები რომ დასრულებისთანავე მეც სტრესის ქვეშ ვიქნები. ამიტომაც ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობთ და ვახანგძლივებთ სიამოვნებას“, – წერს ჯანეტი სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით ანნას მამამ, ნოე სულაბერიძემ სოციალურ ქსელში იუბილარის ვიდეო გამოაქვეყნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები