LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „აქ 2004 წელია, იმ, მთავარი აიათოლას საფლავზე აშენებულ, ირანში ყველაზე დიდ მეჩეთში“ – რა კადრებს ავრცელებს მაია ასათიანი

1318
მაია ასათიანი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარებას ჟურნალისტი მაია ასათიანი ეხმაურება და იხსენებს იმ სიუჟეტს, რომელიც 2004 წელს ირანში გადაიღეს.

კადრებს ასათიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„აქ 2004 წელია, იმ, მთავარი აიათოლას საფლავზე აშენებულ, ირანში ყველაზე დიდ მეჩეთში. მახსოვს, ჩვენმა ირანელმა მძღოლმა შავი, გაუმჭირვალე წინდები იყიდა და ხელის მტევნებზე ჩამომაცვა, ქალს, აიათოლას საფლავზე, სხეულის არც ერთი ნაწილი არ უნდა უჩანდეს, ძლივს მეჭირა მიკროფონი…მეორე ფოტოზე ალავერდიხან უნდილაძის აშენებული უძველესი ხიდია,ასე რომ ამაყობენ ფერეიდნელი ქართველები.

ჰოდა, დღე არ გავა,თქვენზე არ ვიფიქრო, ნეტა თქვვენმა ქალებმა ჩადრები თუ მოიხსნეს უკვე, ან ეს რა მოსატანია, მშვიდობით თუ ხართ ყველა, ხომ არ დაღუპულა ვინმე თქვენიანი…თქვენით იწყება ჩემი ამბავი პროფესიაშიც და ცხოვრებაში. თქვენ ხომ ასე მასწავლეთ, მეც ასე გეტყვით-ღმერთს ებარებოდეთ!“ – მაია ასათიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g