LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „აქ ხმამაღლა ვილაპარაკებთ ყველაფერზე, რაც ოჯახში გვესმის, მაგრამ ხშირად არ ვამბობთ“ – გვანცა დარასელია მაყურებელს საინტერესო პოდკასტით უბრუნდება

184
გვანცა დარასელია

ჟურნალისტი გვანცა დარასელია მაყურებელს საინტერესო სიახლით უბრუნდება და YouTube-ზე „გვანცას პოდკასტს“ იწყებს. 

როგორც „ინსტაგრამზე“ გავრცელებულ ვიდეოში გვანცა აცხადებს, პოდკასტის ძირითადი თემები იქნება ყველაფერი ის, რაც ოჯახში ხდება: ურთიერთობები, ჯანმრთელობა, კარიერა და გადაწყვეტილებები.

„🎙️ დროა ვისაუბროთ🎙️

გამარჯობა, მე ვარ გვანცა დარასელია — და ვიწყებ პოდკასტს თქვენთვის! 👋
აქ ხმამაღლა ვილაპარაკებთ ყველაფერზე, რაც ოჯახში გვესმის, მაგრამ ხშირად არ ვამბობთ. 🤫

#ურთიერთობები 🫂, #ჯანმრთელობა ❤️‍🩹, #კარიერა 💼, #გადაწყვეტილებები 💡 — ეს ის თემებია, რომლებსაც ხშირად შეეხებით მშობლების შეკრებებზე, ექიმის რიგში… ან მხოლოდ დახურულ კარს მიღმა.

მოკლედ – ყველაფერი, რაც ოჯახში ხდება. 🏡

ძალიან მალე შევხვდებით YouTube-ზე! 🖥️“, – წერს გვანცა დარასელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g