28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი“ გაიმართა. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათზე ჩადგნენ, მოგვიანებით კი მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ გადაინაცვლეს.
აქციაზე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც იმყოფებიან. მათ შორის არის მომღერალი მარიამ როინიშვილი, რომელმაც „ნეტგაზეთთან“ განაცხადა, რომ „ბოლომდე იბრძოლებენ თავისუფლებისთვის“.
„არ დავნებდებით არასდროს და ყოველთვის ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის“ – მარიამ როინიშვილი.