LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ იცოდა ნომრების შეცვლას რომ ვაპირებდით… როცა მივიყვანე ადგილზე, მიხვდა და ჩვენგან მალულად, თვალები ცრემლებით აევსო“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და ემოციურ პოსტს აქვეყნებს

3155
ნაზი ჯაიანი

14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე ემსხვერპლა.

მეგი ჯაიანის და, ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს რომ მამას, გურამ ჯაიანს ახალი სანომრე ნიშანი აჩუქეს, რომელზეც ME-022-GU არის მითითებული.

„გურამის „მეგუშკები“ ასე ეძახდა მამიკო მეგის, სულ სხვანაირი ურთიერთობა და დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან.. როგორი ძლიერი ხარ მა!

შენი ამ მდგომარეობის კვალობაზე, მაინც სხვაზე ფიქრობ ყოველთვის…

მამაშვილური სიყვარულის გარდა, საუკეთესო მეგობრები იყვნენ.. ძმაკაცები იყვნენ, როგორც მეგი იტყოდა ხოლმე ♥️ მა, შენნაირი პიროვნება და მამა, იშვიათია ამ სასტიკ სამყაროში … 💔 ამ ტკივილს არ იმსახურებდი ნამდვილად, ძალიან რთულია შენი ამ მდგომარეობაში ნახვა, ნეტავ რამით შემეძლოს შენი ამ ტკივილის ცოტათი მაინც შემსუბუქება.. 💔

არ იცოდა ნომრების შეცვლას რომ ვაპირებდით, ხვიჩამ დაურეკა საქმე მაქვსო და დაუფიქრებლად წავიდა როგორც ყოველთვის ♥️ მაგრამ როცა მივიყვანე ადგილზე, მიხვდა რას ვაპირებდით და ჩვენგან მალულად, თვალები ცრემლებით აევსო, მე ხომ ვიცი და გიცნობ ძალიან კარგად მაა.. 

22 წელი გვაბედნიერებდი და ანათებდი ჩვენს ცხოვრებაში, სამწუხაროდ არ გაცადეს რომ კიდევ მრავალი წელი ყოფილიყავი ჩვენს გვერდით, კიდევ მრავალი წელი გვქონოდა შენთან ყოფნის ბედნიერი წუთები.. 💔

Xvcha მადლობა საუკეთესო საჩუქრისთვის ♥️“, – წერს ნაზი ჯაიანი.

„როგორი ბედნიერი იყავი ამ დღეს, ბოლო კადრი გულს მიკლავს, ხშირად ემშვიდობებოდი მაგ ჟესტით ყველას, გვანიშნებდი რამეს ჩემო სიცოცხლე?“ – რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

ვიდეო: „ბევრმა მომწერა, რომ ეს ჩიტი მთელი დღე სადარბაზოს არ მოსცილებია დაკრძალვამდე და დაკრძალვის მერეც, მამიკომ კარი ღია დაგიტოვა, გაფრინდეს, ცოდოაო, თვალებში შეგციცინებდა, იქნებ რამე უნდა და მანიშნოსო“ – რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

„ჩვენს ყოველ შეკრებას მეგი ამხიარულებდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით. რომ წარმოვიდგენ მის ყოველ ქცევას, ამა თუ იმ სიტუაციაში რას გააკეთებდა, ჩამეღიმება… არავინ არ იცის როდის მაგრამ ერთ დღესაც აუცილებლად შევხვდებით… შენს მიერ გამოწვეულ სიცარიელეს ჩემს გულში, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეავსებს!“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში 14 ივნისს მოხდა – ბათუმიდან სარფის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა სამი გოგო, დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ 2 ადამიანი.

„ბათუმო ვიზიარებ…სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები“ – აჭარაში დაღუპული გოგონების შესახებ ემოციური პოსტი ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g