LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ მეგონა ასეთი ძლიერი რომ ვიყავი, მაგრამ გავაანალიზე, რომ თუ ძალას არ ვიპოვიდი, ჩემი ოჯახი ამ მძიმე სიტუაციას ვერ გადაიტანდა… ჩემს თავზე მეტად, ჩემს მეუღლეზე ვფიქრობდი…“ – გიორგი გოჩოლეიშვილმა ემოციები ვერ შეიკავა მისი შვილის, სანდროს შესახებ საუბრისას

256
გიორგი გოჩოლეიშვილი

ერთი თვის წინ ფეხბურთელ გიორგი გოჩოლეიშვილის შვილმა, სანდრო გოჩოლეიშვილმა ლეიკემია დაამარცხა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა კლინიკიდან გაწერის ემოციურმა კადრებმა, რომელიც თავად ფეხბურთელმა გაუზიარა საზოგადოებას, გულგრილი არავინ დატოვა.

ფეხბურთელი წერდა, რომ ძალიან რთული დღეები გამოიარეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლეიშვილი მისი შვილის, სანდროს შესახებ Geo Team-ს ესაუბრა.

ინტერვიუ საკმაოდ ემოციური გამოდგა, ფეხბურთელი ცრემლებს ვერ იკავებს შვილზე საუბრისას.

 „არ მეგონა ასეთი ძლიერი რომ ვიყავი, მაგრამ გავაანალიზე, რომ თუ ძალას არ ვიპოვიდი, ჩემი ოჯახი ამ მძიმე სიტუაციას ვერ გადაიტანდა…

ჩემს თავზე მეტად, ჩემს მეუღლეზე ვფიქრობდი…

არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი დასრულდა, სანდროს მამობა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს“,- ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი.

„გიორგი ვარჯიშსა თუ თამაშებზე ჰოსპიტლიდან დადიოდა, სადაც ვარჯიშის თუ მატჩის დასრულების შემდეგ უკან ბრუნდებოდა“ – რას წერს GeoTeam

🎙 "არ მეგონა ასეთი ძლიერი რომ ვიყავი, მაგრამ გავაანალიზე, რომ თუ ძალას არ ვიპოვიდი, ჩემი ოჯახი ამ მძიმე სიტუაციას ვერ გადაიტანდა…" – გიორგი გოჩოლეიშვილის მისი შვილის, სანდროს შესახებ ❤️✨

Posted by Geo Team on შაბათი, 17 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g