თიკა ჯამბურია „იმედის დღის“ ეთერში საუბრობს თავისი ქალიშვილის, ნინა ხოფერიას შესახებ:
„არ მინდა, ჩემს ყოფილ მეუღლეს ეწყინოს, მაგრამ ამას წინათ ნინას უთხრეს, მამას ჰგავხარო და გაბრაზდა, მე დედას ვგავარო, უპასუხა (იღიმის). უნდა, სულ იყოს ჩემნაირი… ზოგჯერ მგონია, რომ ჩემს თავს ვუყურებ… სრულიად უცხო ადამიანები, ვინც არ იცის დედა-შვილობის ამბავი და იგებენ, რომ დედა-შვილი ვართ, უკვირთ. მე მიხარია, რომ ისევ პატარა გოგოს ვგავარ. ვართ უახლოესი მეგობრები. მიხარია, რომ ნინას ჩემდამი ეს დამოკიდებულება აქვს. სულ მბაძავს, მათ შორის ლაპარაკის მანერითაც… ერთადერთი, განვსხვავდებით იმაში, რომ მე მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და გამოჩენა, ნინას – არა…“
