მომღერალი სოფო ბედია გადაცემაში “ღამის პრაიმ ტაიმი” ასტროლოგიის და სიზმრების მიმართ დამოკიდებულის შესახებ საუბრობს.
როგორც სოფო აღნიშნავს, ასტროლოგიურ გაფრთხილებებს ცხოვრებაში ხშირად იყენებს.
“ასტროლოგიურ გაფრთხილებებს ვითვალისწინებ. მაგალითად, როდესაც საქმე ჩემს კარიერას, ექიმთან მისვლას, ან თმის შეჭრას ეხება. ასეთ ელემენტარულ დეტალებში ყურადღებას ვაქცევ, თუმცა ყოველდღიურობაში ნამდვილად არა.
ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც არ გამითვალისწინებია. არ მინდა დავუბრუნდე იმ ავბედით თემას, კოვიდის კლიპი რომ გადავიღეთ, ალბათ უნდა გამეთვალისწინებინა. ხალხმა მიწა მოგვაყარა. ეტყობა, სასურველი არ იყო, ეგ რომ გამეკეთებინა”, – საუბრობს სოფო ბედია.
ამავე თემაზე:
ვიდეო: “უტკბილესი ხმები” – სოფო ბედიამ და ელენე ფოჩხუამ მეგრული სიმღერა შეასრულეს
სოფო ბედია: „ბორიკოს მეგობარი გოგონებიდან, ვინც გამაცნო, ყველასთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს…“
“ეჭვიანი არ ვარ, მაგრამ საეჭვიანო თუ მომეცა, მივხვდები“ – სოფო ბედია