LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ მიშვებენ პენსიაზე და არც მე მინდა რომ წავიდე, მანამ ვიქნები, სანამ შემეძლება ვემსახურო ჩემს ხალხს“ – გაიცანით მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ კაპანაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 100 წელი შეუსრულდა

149
კაპანაძე

უხუცესი საჯარო მოხელე რევაზ კაპანაძე „შაბათ-კვირის დილის“ რეპორტაჟში გადაიღეს.

რევაზ კაპანაძე 76 წელია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს და დღემდე არ გასულა პენსიაზე. მის სახელს უკავშირდება 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელოები.

აღსანიშნავია, რომ პროფესორს რამდენიმე დღის წინ 100 წელი შეუსრულდა.

„22 აპრილს შემისრულდა დაბადების 100 წლისთავი. რა თქმა უნდა, არ არის ადვილი გრძნობა. ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რა გავაკეთე ისეთი, რაც ჩვენს საზოგადოებასა და ხალხს გამოადგებოდა.

ჩემი პროფესია, საქმე ძალიან მიყვარს და ამიტომაც არ მიშვენებენ არც პენსიაზე და არ მე მინდა რომ წავიდე. მანამ ვიქნები, სანამ შემეძლება რომ ვემსახურო ჩემს ხალხს.

დროს ყველაფერი მიაქვს ჯანმრთელობა და ა.შ მაგრამ გამოცდილებას, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მიმიღია, ვერავინ წამართმევს. ის ჩემი საკუთრებაა, ჩემშია,“ – აღნიშნა რევაზ კაპანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები