LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ მიყვარს კაცი ბევრს რომ ლაქლაქებს, მინდა რომ ლაწანი გავადინო… საცოდავ კაცებს ვიზიდავ, ზარმაცებს და მძინარებს, უფულოებს, არაფრის თავი რომ არ აქვთ… მამაკაცი უნდა უვლიდეს საკუთარ სხეულს“ – როგორი მამაკაცები მოსწონთ ძლიერ ქალებს, როგორი უნდა იყოს ელენე სიყმაშვილის და ნია ვაშაკის მოსაზრებით ნამდვილი ვაჟკაცი

213
ელენე სიყმაშვილი ნია ვაშაკიძე

ეშინიათ თუ არა მამაკაცებს შემდგარი ქალბატონების, როგორი მამაკაცები მოსწონთ ძლიერ ქალებს და როგორია ნამდვილი ვაჟკაცი? – პროფესიონალი მოკრივე და სამხედრო მოსამსახურე, ელენე სიყმაშვილი ამბობს, რომ თუ კაცი არის ვაჟკაცი, არ უნდა ეშინოდეს ძლიერი ქალის. ამ თემაზე  მოკრივემ „დღის პოსტში“ ისაუბრა:

„თუ კაცი არის ვაჟკაცი, არ უნდა ეშინოდეს ძლიერი ქალის. ქალების უფრო ეშინიათ კაცუნებს და არა შემდგარ კაცებს. მათ არ იციან თავისი თავი როგორ იპოვონ. ნამდვილი ვაჟკაცი უნდა იყოს ზრდილობიანი, არ უნდა იტყუებოდეს, არ უნდა იყოს უქნარა, ქალს უნდა სცემდეს პატივს.

სამწუხაროდ ასეთ კაცთან ურთიერთობის გამოცდილება არ მქონია, საცოდავ კაცებს ვიზიდავ, ზარმაცებს და მძინარებს, უფულოებს, არაფრის თავი რომ არ აქვთ, რატომ უნდა მომწონდეს სათრევი მამაკაცები? მიუხედავად იმისა რომ ჩემს ირგვლივ არიან ძლიერი, ჩამოყალიბებული მამაკაცებიც, მაინც სულ მარტო ვარ და საცოდავი კაცუნები მეკიდებიან… არ მიყვარს კაცი ბევრს რომ ლაქლაქებს, მინდა რომ ლაწანი გავადინო“ – ამბობს ელენე სიყმაშვილი.

გადაცემას სტუმრობდა ფიტნეს ინსტრუქტორი ნია ვაშაკიძეც, მისი თქმით იზიარებს ელენეს პოზიციას და მასაც მიაჩნია, რომ ძლიერი მამაკაცი არის შემდგარი მამაკაცი:

„პირადად ჩემთვის მწეველი მამაკაცი არასოდეს განიხილება როგორც პარტნიორი, ის დამოკიდებულია შხამზე. ასევე ვიტყოდი ალკოჰოლზე და ნარკოტიკზე. მამაკაცი უნდა უვლიდეს საკუთარ სხეულს… ჩემს ირგვლივ მშიშარა მამაკაცები არ არიან“ – თქვა ნია ვაშაკიძემ.

🔹 საცოდავ, ზარმაც, მძინარა უფულო კაცებს ვიზიდავ… – ელენე სიყმაშვილი

🔹 საცოდავ, ზარმაც, მძინარა უფულო კაცებს ვიზიდავ… – ელენე სიყმაშვილი 🔹 ძლიერი ქალების კაცუნებს ეშინიათ და არა, კაცებს – როგორი მამაკაცები მოსწონთ ძლიერ ქალებს?! 🔹 ძლიერი მამაკაცი არის, ვისაც აქვს ფინანსური შემოსავალი… 🔹 კაცი რომ ბევრს ლაპარაკობს, მინდა, რომ გავულაწუნო… #ელენესიყმაშვილი #ნიავაშაკიძე

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on პარასკევი, 05 ივლისი, 2024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები