LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას.. ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა“ – რას ამბობს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული

1649
საგარეჯო

27 წლის ალიმ ასლანოვის მტკიცებით, 14 წლის გოგო აითაჯ შახმაროვა, განზრახ არ მოუკლავს. მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოში ამტკიცებდა, რომ რეგისტრირებული იარაღი პნევმატიკური ეგონა და მხოლოდ მსხვერპლის შეშინებას ცდილობდა.

„არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას. ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა… იარაღთან შეხება არ მქონია. Მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი.

Მეგონა, პნევმატიკური იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. იარაღის ტარებაც კი არ ვიცი. არასდროს მქონია ის… ტრავმა მაქვს თავზე მიღებული, ადრე ცხენიდან გადმოვვარდი და გონზე არ ვიყავი, როდესაც ეს ჩავიდინე… Მე არ ვიცოდი, რომ ის მოვკალი. დაკავების დროს გავიგე მამაჩემისგან… მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად. დედამისი მეუბნებოდა, რომ ის 18 წლის იყო. ”.- თქვა ალიმ ასლანოვმა სასამართლოში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდა

„14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა იყო დანაშაულის ორგანიზატორი, სწორედ დედაა პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის გოგოს გარდაცვალებაში“ – რას ამბობს პროკურორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g