გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელმა თეონა ცირამუამ „პროექციაში“ დედობის შესახებ ისაუბრა.
როგორც ცირამუა აღნიშნავს, ის არ აპირებს ისეთი დედა იყოს, რომელიც შვილებს ყველაფერს უსრულებს.
„ვნერვიულობ, რანაირ ქვეყანაში მოუწევთ ცხოვრება და მე გავართმევ თუ არა, ერთიც და მეორეც რომ დავაყენო სწორ გზაზე…
არ ვაპირებ ვიყო დედა, რომელიც ბავშვებს ყველაფერზე ეუბნება კის, ცხოვრება მერე ძალიან ბევრ არას აჯახებს და ეწყებათ დეპრესია,“ – ამბობს თეონა ცირამუა.
