მომღერალი ინდირა ჯგერენაია გადაცემას „პრაიმშოუ“ სტუმრობდა, სადაც ცხოვრების ერთ-ერთ რთულ მომენტზე ისაუბრა.
როგორც ინდირა აცხადებს, როდესაც ადამიანი მენტალურად ცუდად არის, მნიშვნელოვანია მას სწორი მკურნალობა დაენიშნოს, რათა შედეგი პაციენტისთვისაც და ექიმისთვისაც სასურველი იყოს.
„როცა იცი, რომ ცუდად ხარ და იცი, სტრესიდან სად გადახვედი, ხდები უუნარო. ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან, შენ ხომ იცოდი, რომ ეს ასე მოხდებოდა, ყველა გძულს.. ამ დროს სწორი მიდგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე წავედი ნევროპათოლოგთან. დამინიშნა წამლები, მოერევი შენ ძლიერი გოგო ხარო.. ამ წამლების საშუალებით, ძალიან ბედნიერად მეძინა 6 თვე ჩაბნელებულ ოთახში. თვალს ვახელდი, ვერ ვიგებდი დილა იყო თუ საღამო. წამლებმა უკუჩვენება მომცა.. სანამ დედა გავხდებოდი ძალიან რთული 9 თვე გავიარე, გამძაფრებულად „ჭორაობდნენ“ ჩემზე.. არ ვიცი როგორ გავუძელი, ახლაც არ მჯერა, რომ ეს მე გავიარე..“, – ამბობს ინდირა.