რძესა და რძის პროდუქტებზე სასაუბროდ, მათ სარგებელსა და მოხმარების რისკებზე „დღის პოსტმა“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული მიიწვია.
მან რამდენიმე საინტერესო რჩევა მისცა ტელემაყურებელს.
„უსაფრთხო, რა თქმა უნდა, არის პასტერიზებული რძე, არსებობს ულტრაპაზტერიზებულიც. უმი რძე შეიძლება შეიცავდეს სარგებელს, მაგრამ ბაქტერიებსაც. შეგვიძლია მას პასტერიზება გავუკეთოთ – 75 გრადუსამდე ცხელდება, 15 წამის განმავლობაში, უფრო უვნებელი იქნება ადუღებისას, რა დროსაც იღუპება ყველა ბაქტერია. პასტერიზებულ რძეს მეტი სასარგებლო თვისება აქვს… ულტრაპასტერიზებული რძე ექვსი თვე და მეტიც ინახება.
რძეს გახსნიდან 48 საათი აქვს ვარგისიანობა. ყველა ქარხნულად დამუშავებულ რძის პროდუქტს ეს აწერია. უმჯობესი იქნება, თუ მინის ქილაში გადავიტანთ, მაგრამ ეს დიდი „დანაშაული“ არ იქნება.
სტანდარტულად, ნებისმიერი რძის პროდუქტი გახსნიდან 72 საათს არ სცილდება, როცა ვარგისიანობა აქვს. სურნელი, ფერი, აჭრა – გახსნის დროს ეს უნდა ვაკონტროლოთ. თუ ვიზუალი ასეთი აქვს, არ უნდა მივიღოთ. გახსნილი პროდუქტები, არაჟანი, რძე, მაწონი უნდა შევინახოთ მაცივარში და გამოყენებისთვის 48, მაქსიმუმ 72 საათი უნდა მიირთვათ…“
