საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გველესიანი „ნოე სულაბერიძის“ გადაცემას სტუმრობდა, სადაც სიმღერა „შენი ხილვა მონატრებულ ზღაპარს ჰგავდა“ შეასრულა.
მაყურებლის გარდა, გამოქვეყნებულმა ვიდეომ სოციალურ ქსელშიც დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ეს ბიჭი არამარტო კარგი ფეხბურთელია, არამედ კარგად გაზრდილი, მოაზროვნე ადამიანია. ყველა დედა ინატრებდა ასეთ შვილს 😍“, „კაი ბიჭი ხარ კარგი! კარგო ადამიანი 🙏🙏🙏“, „გაიხარე და სულ წარმატებულ გზაზე გევლოს, ღირსეული პიროვნება და ადამიანი ხართ ♥️🙏♥️“, „მართალი, გულწრფელი, ქართველი❤️“, „კარგი აღზრდილი და საუკეთესო პიროვნებაა. დაკვირვებული, გაწონასწორებული, კარგი მოსაუბრე ❤️❤️“, „საოცარი პიროვნებაა. მრავალმხრივი ნიჭი“, – წერენ სოციალურ ქსელში.