LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,არასდროს მწყენია, ბიჭს როდესაც უთქვამს, რომ გამხდარი გოგონები მოსწონს…მეც მაქვს ჩემი გემოვნება” – სოფია კვინიკაძე წონასთან დაკავშირებულ შეხედულებებზე

4495
befunky-collage-2024-03-07t011158.919-2024-03-07_01-12-07_304807

ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე, რომელიც სოციალურ ქსელში Depressed Georgian in South Korea სახელითაა ცნობილი, სამხრეთ კორეაში, სეულში ცხოვრობს და მუშაობს.

რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სოფია სამხრეთ კორეელ მამაკაცზე დაინიშნა.

სოფიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წონასთან დაკავშირებულ შეხედულებებზე საუბრობს.

,,არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ არასდროს მწყენია, ბიჭს როდესაც უთქვამს, რომ გამხდარი გოგონები მოსწონს. თუ გამხდრები მოსწონს ღმერთმა გაუმარჯოს. მეც მაქვს ჩემი გემოვნება და მაგალითად ასეთი ბიჭები მომწონს. არ არის აუცილებელი ყველა ბიჭი შეესაბამებოდეს ჩემს გემოვნებას. ეს არ ნიშნავს, იმას, რომ სილამაზის სტანდარტია, ან რაიმე ნორმა. სრულიად განსხვავებული ამბავია, როდესაც ვინმე შემომივარდება და მეუბნება: დაიკელი გოგო, რას გავხარ. ამაზე მაქვს გართულება”, – საუბრობს სოფია კვინიკაძე.

ფოტო/ვიდეო: ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე სამხრეთ კორეელ რჩეულზე დაინიშნა

ვიდეო: ,,ერთმანეთს საოცრად ჰგავხართ…ულამაზესი წყვილი ხართ” – სოფია კვინიკაძე საქორწილო ფოტოსესიიდან კადრებს გვიზიარებს

ცნობისთვის, სოფიამ თავდაპირველად სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში დაიწყო, მესამე კურსზე კი გაცვლითი პროგრამით სამხრეთ კორეაში წასვლა გადაწყვიტა, მოგვიანებით კონკურსში გაიმარჯვა და ერთ-ერთ კორეულ უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სრული დაფინანსება და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში სტუდენტ-თანამშრომლის პოზიცია მოიპოვა.

ვიდეო: „აბა კარგად გამოსდის?” – სოფია კვინიკაძის სამხრეთ კორეელი რჩეული ქართულად ალაპარაკდა

ფოტო: ,,ულამაზესი ხარ, საოცარი კაბაა” – სოფია კვინიკაძე საქორწილო ფოტოსესიიდან კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები