ნანკა გვარი „მარტოობის 15 წუთში“ რუსკა მაყაშვილს მასპინძლობს და ეკითხება ქმართან დაშორებისა და იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედა ამან მსახიობზე:
„ეს ისეთი თემაა, რომ მოკლედ მინდა ამაზე ლაპარაკი, რადგან მეორე მხარეც არის და არ მინდა ვანერვიულო. ძალიან დიდი ხანი იყო ეს ყველაფერი. ბევრი წლის ფიქრი და აწონ-დაწონვა. არასდროს წარმომედგინა, რომ ოდესმე ოჯახი დამენგრეოდა. ცვლილებები მიჭირს. რა ჩანგლითაც ვჭამდი ბავშვობაში, იმ ჩანგლით ვჭამ ახლაც. ცვლილებების ყველა კუთხით მეშინია. რომ გავთხოვდი და სხვა სახლში წავედი, ჩემს დანგრეულ სახლში ვბრუნდებოდი ერთი კვირა და იქ ვიჯექი. ამან მომიღო ბოლო, ამ ფიქრებმა, რომ გეშინია, როგორ გაგრძელდება, რა ვქნა, სად წავიდე… დაშორება კიდევ უფრო რთულია. ძალიან მძიმე პერიოდია, ამ ყველაფერს როგორ უნდა გაუმკლავდე. ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… ორი შვილი რომ გყავს თან… ეს ძალიან მტკივნეული თემაა. რვა თვე გავიდა…“