LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არასოდეს მიფიქრია, რომ შვილი არ მეყოლებოდა, შიში იმის, რომ ასაკი გვქონდა ყოველთვის იყო… მარიამმა ჩვენი ცხოვრება შეცვალა“- 54 წლის ასაკში გაჩენილი პირველი შვილი, ნატო მელიქიშვილის ემოციური ინტერვიუ

1511
ნატო მელიქიშვილი, ირაკლი გრძელიძე


ნატო მელიქიშვილი და ირაკლი გრძელიძე ნანატრი შვილის, მარიამის მშობლები პირველ ოქტომბერს გახდნენ.

54 წლის ნატო მელიქიშვილი „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ამბობს, რომ დედობის შეგრძნება ამ ასაკში ბედნიერებაა.

მისი თქმით ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს და ყველაფერი უნდა გააკეთოს ქალმა რა ასაკშიც არ უნდა იყოს, რომ დედა გახდეს:

ვიდეო: 54 წლის ასაკში ქალბატონი, პირველი შვილის დედა გახდა – იშვიათი შემთხვევის ბედნიერი დასასრული

ამის შესახებ სოციალურ ქსელში კლინიკა „ბომონდი“ წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

„მოსაფერებლადაც მეცოდება, რომ არ შევაწუხო, რომ დაიბადა მეც მინდოდა რომ მეტირა, ეს შეგრძნება ღირს ყველაფრად…

დედობის და შვილის ყოლის შეგრძნება ბედნიერებაა…

47 წლის ასაკში გავთხოვდი, მოლოდინი შვილის სულ გვქონდა მაგრამ, სწორედ ამ ასაკში შევიტყვეთ 9 თვის წინ რომ მარიამის დედა გავხდებოდი…

შიში იმის, რომ ასაკი გვქონდა ყოველთვის იყო, მაგრამ გარშემომყოფების და ჩემი მეუღლის დამოკიდებულებამ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა არასოდეს არ მიფიქრია, რომ შვილი არ მეყოლებოდა…

როდესაც გავიგე ორსულობის ამბავი დედამთილს ვუთხარი, კივილით შემოვვარდი ფეხმძიმედ ვართქო

ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს, ბოლომდე უნდა მიხვიდე, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ დედა გახდე რა ასაკიც არ უნდა იყოს..

მარიამმა ჩვენი ცხოვრება შეცვალა, მადლობა მარიამ ამ ბედნიერებისთვის…

სულ მასთან მინდა ყოფნა, დიდი სურვილი მაქვს მეორეც და მესამე შვილიც“ – ამბობს ნატო მელიქიშვილი.

🤱🤍 54 წლის ასაკში გაჩენილი პირველი შვილი

🤱🤍 54 წლის ასაკში გაჩენილი პირველი შვილი 😇 ნატო მელიქიშვილი და ირაკლი გრძელიძე ნანატრი შვილის მშობლები პირველ ოქტომბერს გახდნენ “მარიამი არის სახელად ბედნიერება,რომელმაც ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა” სიუჟეტის ავტორი: #გვანცა_ჩარგაზია

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on სამშაბათი, 08 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g