LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არც ერთი პაციენტისგან კონსულტაციის თანხას არ ვიღებ და არც ამიღია, ასეთი პრინციპი მაქვს, ყველას უკვირს…“ – ნინო მუსერიძის მთავარი პრინციპი პაციენტებთან ურთიერთობისას

2424
d73154de-8500-4814-9e38-3d659b878c59

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დამფუძნებელი, პროფესორი ნინო მუსერიძე, საშა კაცმანის პოდკასტში საუბრობს იმის შესახებ, რომ მასთან მისულ პაციენტს არ ართმევს კონსულტაციის თანხას.

„მე, მაგალითად, არც ერთი პაციენტისგან კონსულტაციის თანხას არ ვიღებ და არც ამიღია. ასეთი პრინციპი მაქვს. ყველას უკვირს. მეც არ მომწონს, როცა უნდა დამელოდოს, სანამ არ გადაიხდის, არ შემოვიდეს. პაციენტს ამ დროს დისკომფორტი აქვს. თუ ანალიზის თანხა არ აქვს იმ მომენტში, ჩვენთან შეუძლია აიღოს ანალიზი და გადაიხადოს პასუხზე. ეს ჩვენს ფინანსებს არ მოსწონს, მაგრამ მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ფული არ იყოს მთავარი ჩვენთან ურთიერთობაში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g