LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: არიანა გრანდეს ზღაპრული პერფორმანსი Met Gala-ს კარს მიღმა

143
KM1_0204_10jFVbjP

2018 წლის დებიუტის შემდეგ, არიანა გრანდე Met Gala-ზე გრანდიოზულად დაბრუნდა. პირველად ის ყველაზე მოდურ მოვლენაზე, ვერა ვონგმა შემოსა, 6 წლის შემდეგ კი, ,,პოპ აიქონი” ,,ბუნებრივ’’ წითელ ხალიჩაზე, ესპანური მოდის სახლის – Loewe თეთრი კაბით წარდგა. მარგალიტებით გაწყობილი ლუქი, ხაზს ამერიკელი არტისტის მშვენიერებას უსვამდა.

აღმოჩნდა, რომ კოსტიუმების წვეულების სტუმრებს, მისგან სიურპრიზიც ელოდათ.

2024 Met Gala: ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე

მას შემდეგ, რაც საღამოს სტუმრებმა მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში მოიყარეს თავი და გალა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა, 30 წლის შემსრულებელი ყველასთვის მოულოდნელად, სცენაზე ავიდა და საკუთარი შემოქმედების საუკეთესო ჰიტები – Into You, 7 rings, The Boy Is Mine, We Can’t Be Friends (Wait for Your Love) და Yes, And? შეასრულა. კადრები, რომლებიც ქსელში მოხვდა ცხადყოფს, რომ მუსიკოსმა დენდურის ტაძრის წინ, ეპიკური და ზღაპრული სანახაობა გამართა. შოუსთვის, ახალგაზრდა მომღერალს ჯონ გალიანომ ჩააცვა, რომელიც Maison Margiela-ს კრეატიული დირექტორია.

წარმოდგენის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტად, მისი და სინტია ერივოს დუეტი იქცა. ვარსკვლავურმა წყვილმა მომავალი ფილმიდან – Wicked, მერაია ქერისა და უიტნი ჰიუსტონის 1998 წლის საკულტო სიმღერა – When You Believe გააცოცხლა.

2024 არიანა გრანდესთვის, უდავოდ ამაღელვებელია. მან 8 მარტს, მე-7 სტუდიური ალბომი – Eternal Sunshine გამოუშვა, ნოემბერში კი კინოსურათში – Wicked ჯადოქრის როლში ვიხილავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები