თათია სულუაშვილმა „თათიას გმირების“ ეთერში საკუთარ თავზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან მუშაობა 10 წლის ასაკში დაიწყო.
როგორც ცნობილი იუმორისტი და წამყვანი ჰყვება, ის დედას ეხმარებოდა და ფეხსაცმელებს ჰყიდდა.
„არსად არ მითქვამს არასდროს და არც ვაპირებდი ამის თქმას. არ მქონია ისეთი სიტუაცია რომ მეთქვა.
პირველად მუშაობა 10 წლის ასაკში დავიწყე, იცი რამხელა სიძლიერე და მოტივაცია მომცა? მაგრამ ამას ჩემი ნებით ვაკეთებდი, იმ პერიოდში ასე იყო საჭირო, რომ მე დედას უნდა დავხმარებოდი. მე და დედა ერთად ვმუშაობდით, ოღონდ ძალიან ბედნიერი ვაკეთებდი ამას. არ ვფიქრობდი იმას, რომ ჩემი მეგობრები ეზოში თამაშობდნენ და მე ვმუშაობდი.
ვყიდდი დედასთან ერთად ფეხსაცმელებს. ამას მართლა მთელი სიყვარულით ვაკეთებდი იმიტომ, რომ დედას რთულ საათებს და დღეებს ვუმსუბუქებდი. ამან იმდენად გამაძლიერა, იმდენად დიდი მოტივაცია მომცა, რომ დღეს ჩემთვის არ არსებობს სირთულეები…ასე რომ, ძალიან დასაფასებელია შრომა.“ – ჰყვება თათია.