LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არსად არასდროს არ მითქვამს და თქვენ გეუბნებით. ვფიქრობ ის ადამიანიც იმსახურებს, რომ მასზე რამდენიმე სიტყვა ვთქვა“ – ნინი გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებაზე საუბრობს

403
2024-09-06_01-22-14_054201

ნინი გოგიჩაიშვილი გადაცემის „მხოლოდ ლელასთან“ სტუმარია.

მოდელი პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და მაყურებელს სიახლის შესახებ უყვება.

როგორც ნინი ამბობს, ის შეყვარებულია და თავს ბედნიერად გრძნობს.

„ვარ ძალიან ბედნიერი – მყავს ადამიანი, რომელთანაც, ვფიქრობ, რომ გავაგრძელებ ცხოვრებას ბოლომდე. ვართ იმ ეტაპზე, რომ ჩვენც ცხოვრებას ერთმანეთს დავუკავშირებთ. ეს არსად არასდროს არ მითქვამს და თქვენ გეუბნებით. ვფიქრობ ის ადამიანიც იმსახურებს, რომ მასზე რამდენიმე სიტყვა ვთქვა.

მას მთელი ჩემი ოჯახი ძალიან კარგად იცნობს. წლებია ერთად ვართ და ეს ახლობლებისთვის საიდუმლო არ არის. არ ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო“, – ამბობს ნინი გოგიჩაიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g