მსახიობი და მოცეკვავე გივი სიხარულიძე და ფიტნესინსტრუქტორი მაკა ხიზანიშვილი POSTV-ს გადაცემის – „გვიანი დილის“ სტუმრები იყვნენ.
ვიდეო: საიუბილეო საღამო და შვილთან ერთად საოცრად შესრულებული ცეკვა – გივი სიხარულიძე 80 წლის გახდა
გადაცემის დასასრულს მათ ექსპრომტად, „ლამბადა“ შეასრულეს. გივი სიხარულიძის და მაკა ხიზანიშვილის ენერგიული ცეკვის ვიდეომ სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა:
„ბრავო, ამაზე უთქვამთ, წლები მხოლოდ ციფრებიაო“, „ასაკი მხოლოდ ციფრებია“, „გაიხარეთ, ძალიან კარგად ცეკვავთ“ – წერენ კომენტარებში.
ვიდეო: 79 წლის გივი სიხარულიძე თავის საფირმო ტრიალს ასრულებს – კიდევ ერთი ცეკვა მაკა ხიზანიშვილთან
🤩 ექსპრომტად შესრულებული ცეკვა – მაკა ხიზანიშვილი და გივი სიხარულიძე
Posted by გვიანი დილა on შაბათი, 20 აპრილი, 2024