ხათუნა ჟორდანიას შვილი ნინი ქარსელაძე გადაცემის „მხოლოდ ლელასთან” სტუმარია, სადაც მამის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ ის ძალიან ცუდ კლინიკაში მოხვდა.
როგორც ნინი აღნიშნავს, ერთადერთი რასაც ნანობს არის ის, რომ მამა იმ კლინიკიდან არ წაიყვანა.
„ეს არასდროს არავისთვის მითქვამს და მხოლოდ ჩემს მამაოსთან მაქვს მოყოლილი. ერთადერთი, რასაც ვნანობ არის ის, რომ მამა იმ კლინიკიდან არ წავიყვანე. სადღაც ერთი პროცენტი ვუშვებდი იმას, რომ მე მას გადავარჩენდი.
ძალიან ცუდ კლინიკაში აღმოვჩნდით, სადაც ბევრი შეცდომა დაუშვეს და არასწორად უმკურნალეს”, – საუბრობს ნინი ქარსელაძე.
ფოტოები: „დახვეწილი თოჯინა“ – ნინი ქარსელაძე ულამაზეს შავ კაბაში პოზირებს
ნინი ქარსელაძე: „დე, დაბადების დღეს გილოცავ, ასეთი გამარჯვებული მინდა მყავდე კიდევ 100 წელი“
ვიდეო: „ალალ მე, ალალ შენ“ – ნინი ქარსელაძემ ქორწილში ცნობილი სიმღერა შეასრულა