LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ასე შეგვაშინა მარიამმა და თვითონაც ძალიან შეშინებული იყო… ახლა კარგად არის ყველაფერი“ – როგორია მარიამ კოხრეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

13361
დავით ოქროპილაშვილი

ფოტოგრაფი დავით ოქროპილაშვილი, რომელიც მარიამ კოხრეიძეს, ურთულესი ოპერაციის გაკეთების დროს გვერდით ედგა, დღეს მარიამის არსებულ მდგომარეობას სოციალურ ქსელში გვიიზარებს. 

„ბოლო პეროდში უამრავი კომენტარი იწერება მარიამის მდგომარეობის შესახებ, როგორ არის და რატომ არ ჩანს. მარიამი ძალიან კარგად გრძნობს თავს და რამდენიმე დღეში ბრეკეტები უნდა გაუკეთდეს.

ცოტა პრობლემები ჰქონდა მარიამს, თამაშის დროს მარიამს სახეში მოხვდა ხელი, სახე გაუსივდა. გვყავდა ექიმთან და კარგად არის ყველაფერი. 

ასე შეგვაშინა მარიამმა და თვითონაც ძალიან შეშინებული იყო. როდესაც გაირკვა, რომ არც იმპლანტი იყო დაზიანებული და არც სერიოზული ტრავმა ჰქონდა ხელის მოხვედრით, დამშვიდდა, გამხიარულდა, სახეც ჩაუცხრა და აღარ არის გასიებული. 

რამდენიმე დღეში თბილისში უნდა წავიდეს, მისი ექიმი ჩამოდის და ვიზიტზე მივა. შემდეგ უკვე სტომატოლოგთანაც წავიყვანთ და ბრეკეტების გაკეთებაც დაიწყება მარიამისთვის“, – აცხადებს დავით ოქროპილაშვილი. 

ვიდეო: „მარიამს ვესტუმრეთ და მისთვის გამოგზავნილი ამანათები მივუტანეთ“ – რა კადრებს გვიზიარებს დავით ოქროპილაშვილი

ვიდეო: მარიამის და მისი დედმამიშვილების ემოციური რეაქცია მათი ახალი სახლის ნახვის დროს – კადრები, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს, დავით ოქროპილაშვილი გვიზიარებს

ვიდეო: მარიამ კოხრეიძის სახლში ავეჯი შეიტანეს – დავით ოქროპილაშვილი დასრულებული საცხოვრებლის კადრებს გვიზიარებს

შეგახსენებთ, მარიამ კოხრეიძე, მთელმა საქართველომ მას შემდეგ გაიცნო, რაც გოგონამ საზოგადოების დახმარებით, ყბა-სახის ურთულესი ოპერაცია თურქეთში გაიკეთა.

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ფოტოგრაფმა, დავით ოქროპილაშვილმა სოციალურ ქსელში მარიამის შესახებ დაწერა. მისი ფოტო მედეა იობაშვილმა, რომელიც სტამბოლის კლინიკაში თარჯიმნად მუშაობს, შემთხვევით ნახა და თურქ ექიმს დაუკავშირდა. მარიამის დასახმარებლად, ყველა გაერთიანდა და საჭირო თანხაც მალე შეგროვდა.

ვიდეო: „მარიამის სახლი რემონტის შემდეგ დავალაგეთ, ოქრო გოგონების დახმარებით“ – დავით ოქროპილაშვილი მარიამ კოხრეიძის ულამაზესი სახლიდან კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g