LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ასეთ ხალხია, სანიმუშო, საგმირო.. გზად ბიჭებს ბოდიშს ეუბნებოდა, დავიჭერი და შემდეგ დავალებაზე ვერ მოგყვებითო“ – რას წერს ქართველი მებრძოლი უკრაინელ სამხედროზე

157
უკრაინელი დაჭრილი სამხედროები

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ლევან ფიფია სოციალურ ქსელში, უკრაინელი დაჭრილი სამხედროების შესახებ, საზოგადოებას ამბავს უზიარებს და წერს, რომ მიუხედავად მათი მდგომარეობისა, დაჭრილი ჯარისკაცები ევაკუაციის დროს ბოდიშს იხდიდნენ იმის გამო, რომ შემდეგ დავალებაზე თანამებრძოლებს ვეღარ გაჰყვებოდნენ.

„გუშინ მენისი და პოლი დაგვიჭრეს, პოლი ფეხშია დაჭრილი და მენისი ტანისა და თავის არეში, მხედველობა დაკარგა ერთ თვალზე. პოლი, რომელისიც ფეხში იყო დაჭრილი თავის ფეხით მივიდა ევაკუააციის ადგილამდე.

ხოლო მენისის, რომელსაც მრავალი ჭრილობა ჰქონდა თავში, გზად ბიჭებს ბოდიშს ეუბნებოდა, რომ დავიჭერიო და რომ ვერ მოგყვებით შემდეგ დავალებაზეო. ასეთ ხალხია, სანიმუშო, საგმირო, ვის მხებზეც დგას სამყარო. უბრალოდ მინდოდა, რომ გცოდნოდათ ეს ბიჭები და მათი სახეები. მადლობა მათ იმ თავგანწირვისთვის, რაც ჩაიდინეს.“– წერს ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ლევან ფიფია.

mazda magti 5g