LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ასეთი მხიარული პოლიტიკოსები გვჭირდება“ – ნიკა მელია ზუგდიდში ახალგაზრდებთან ერთად აცეკვდა

212
Untitled design (3)

რამდენიმე თვის წინ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა მელიამ ერთ-ერთ ქორწილში იცეკვა, ვიდეო კი სოციალურ ქსელში გავრცელდა და არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა.

ვიდეო:„ჩხუბობ, რატომ ჩხუბობო, ცეკვავ, რატომ ცეკვავო“ – რას ამბობს ნიკა მელია ქორწილიდან გავრცელებულ ცეკვის კადრებზე

წინასაარჩევნოდ, ნიკა მელია და თანაპარტიელები შეხვედრებს ზუგდიდში მართავენ. მოსახლეობასთან შეხვედრისას ერთ-ერთ საღამოზე ახალგაზრდებმა ცეკვა დაიწყეს და ნიკა მელიაც აიყოლიეს.

TikTok-ზე ვიდეოს ნიკა მელია გვიზიარებს. გამოქვეყნებულ კადრებს, რომელმაც ათასობით ნახვა დააგროვა, დადებითი გამოხმაურებები აქვს.

„🙏🙏🙏💕💕 ასეთი სიყვარულით სავსე პოლიტიკოსები გვჭირდება“, „სუპერ ადამიანი ბრძანდებით“, „ასეთი მხიარული პოლიტიკოსები გვჭირდება. გისურვებ წარმატებებს“, „მაგარი კაცი ხარ ნიკა. ყველა პარლამენტარს ასე უნდა უყვარდეს ადამიანები“, – წერენ ნიკას გამომწერები.

@nika_melia #ნიკამელია #nikamelia ♬ original sound – Nika Melia
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g