LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ასეთი საქციელი ახალგაზრდების მიმართ, ეს არის სუფთა რუსული დამოკიდებულება“ – სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი

143
2024-12-01_23-41-23_592312

ასეთი საქციელი ახალგაზრდების მიმართ, ეს არის სუფთა რუსული დამოკიდებულება, – ასე ეხმაურება პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი.

მისივე თქმით, ჩვენ არ ვართ რუსები, არც სხვა რომელიმე ერი, ჩვენ ქართველები ვართ და ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს.

„ასეთი საქციელი ახალგაზრდების მიმართ, ეს არის სუფთა რუსული დამოკიდებულება. თანამდებობა არ არის მუდმივი. ერთმანეთის მიმართ გულისხმიერები უნდა ვიყოთ. ჩვენ არ ვართ რუსები, არც სხვა რომელიმე ერი, ჩვენ ქართველები ვართ და ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. ეს ქრისტიანობის ერთ-ერთი საუნჯეა, რომელიც ღვთისმშობლის კვართს ინახავს. უნდა გავერთიანდეთ“, – საუბრობს ეპისკოპოსი სვიმეონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g