„ამერიკის ჰიმნს ლეგენდარულ იანკის სტადიონზე ვასრულებ… ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამ მომენტისთვის…“ – წერს ნუცა ბუზალაძე და გვიზიარებს ვიდეოს, სადაც თამაშის დაწყების წინ ის სწორედ ჰიმნს მღერის.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სპორტული ღონისძიების წინ „ამერიკის ვარსკვლავის“ ქართველი მონაწილე ჰიმნს ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძეს ახლახან ხელი სთხოვა მისმა ამერიკელმა აგენტმა, დარენ პრინცმა.