პოდკასტი „უეჭველი ქართველია“ გვთავაზობს ინტერვიუს მსახიობ მაშო მელქაძესთან, რომელიც ასევე ემიგრანტია ამერიკაში. მაშო მაყურებელს ახსოვს თავისი როლით პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც მისი პერსონაჟი მთავარ გმირთან ერთად ოფისში მუშაობდა.
გადაცემის ანონსში, რომელიც ახლახან გავრცელდა, მაშო საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ გაუჭირდა ემიგრანტობა:
„რომ ჩამოვედი, სადღაც 7 თვე ისე ცუდად ვიყავი, სახლიდან გარეთ არ გამოვდიოდი, საკუთარი თავი მეგონა დაკარგული წერტილი სამყაროში… ყველა, ვინც ჩამოვიდოდა და წასასვლელი არ ჰქონდა, სახლში მომყავდა, მერე ჭკუა ვისწავლე…“, აღნიშნავს მსახიობი.
მისი თქმით, ადრე ადამიანებს ექცეოდა ისე, როგორც თავად უნდოდა მოქცეოდნენ, ახლა კი ადამიანებს ექცევა ისე, როგორც სურს, მის შვილებს მოექცნენ.
