LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ატირებულია მთელი სოფელი, სეტყვა 25 წუთს გაგრძელდა და ყველაფერი გაანადგურა, არაფერი აღარ არსებობს“ – იმერეთის მოსახლეობა სტიქიის შედეგებზე

840
სეტყვა იმერეთში

9 ივნისს, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მნიშვნელოვნად დააზიანა.

სეტყვა ბაღდათში – უამინდობამ ხეხილი და ვენახები გაანადგურა, დატბორილია სახლები

ამ დროისთვის ადგილზე ზარალს ითვლიან, მნიშვნელოვნად დაზიანდა სოფელი მეორე სვირი, ადგილობრივი მაცხოვრებლები ტელეკომპანია „ფორმულასთან“ სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ მსგავსი მოცულობის სეტყვის მარცვლები არასდროს უნახავთ:

„მუჭის სისქის სეტყვის მარცვლები იყო, სულ ყველაფერი გააფუჭა – აღარც ვაშლია, აღარც ხილი, აღარც ვენახი, არაფერი არ არსებობს, ატირებულია მთელი სოფელი“, – ამბობს სტიქიით დაზარალებული მოქალაქე.

„პირველად მცირე სეტყვა მოვიდა, 10 წუთში იგივე განმეორდა და 25 წუთს გაგრძელდა, ყველაფერი დააზიანა, პირუტყვი გადავარჩინეთ, დანარჩენი ყველაფერი დაზიანებულია“, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი.

ბაღდათის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგებს ითვლიან

ბაღდათის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგებს ითვლიან — მოსახლეობა დიდ ზარალზე საუბრობს

Posted by Formula • ფორმულა on ორშაბათი, 10 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები