LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველაზე საოცრება ის მოხდა რომ სულ ყველა გავთხოვდით“ – მაკა შალიკაშვილი „იმედის“ ეთერში ჰყვება, რომ გია ჯაჯანიძის მიცემული ნივთი დაოჯახებაში დაეხმარა

190
2025-05-16_01-51-34_832003

მსახიობმა მაკა შალიკაშვილმა და ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ გადაცემაში „სხვა რაკურსი“ სახალისო ისტორიები გაიხსენეს.

გია ჯაჯანიძის თქმით, როდესაც ის ადამიანს რაიმე ნივთს აჩუქებს, მასში განსაკუთრებული კოდია.

„მე ჩემ თავში ვიცი, ვინმეს რომ რამეს ვაძლევ არის კოდირებული ნივთი და ხდება ბედნიერი. იმ თემაში და საკითხში რაც მას ყველაზე მეტად უნდა. შევედი ერთ მაღაზიაში და ვხედავ ულამაზესი კოლბა დევს და უნდა ვიყიდო. ეს კოლბა ვიყიდე და ვეუბნები გამყიდველს გამწარებული კიდევ ჰო არ გაქვთ მეთქი. კიო მითხრა. კიდევ გვაქვს სამი და სულ ოთხი გვქონდაო. ძვირი ღირს მაგრამ შემიძლია 4 ვიყიდო. ფული რომ გადავიხადე მკითხა რისთვის გინდათო“, – ამბობს ჯაჯანიძე.

მაკა შალიკაშვილი როგორც იხსენებს, მან და მისმა დაქალებმა გიასგან სასწაულმოქმედი კოლბა შეიძინეს, რის შემდეგაც გათხოვდნენ.

„თეატრში მაქვს ახალი დაწყებული მუშაობა ვარ მელანქოლიური, ცოტა გათხოვებაც მინდა. ვიპოვე ბევრი ჩემნაირი გოგო და დავიწყე მეგობრობა. ამასობაში ჩნდება ჯაჯანიძე და ამბობს, რომ სასწაული რაღაცები აქვს. კოლბები, რომელიც აუცილებლად უნდა იყიდო, ვერ გვაჩუქა. ეს არის მნიშვნელოვანი. გათხოვდები ეგრევეო. რაც კოლბები აქვს მოიტანა და ეს გოგოები შეძლებულები იყვნენ და იყიდეს კიდეც. მე გათხოვებაც მინდა და ფულიც არა მაქვს. ერთმა კარგმა გოგომ შალიკაშვილს მე ვყიდულობო და ას-ას დოლარად გაყიდა. თურმე უმწეო ქალბატონს უნდოდა დახმარებოდა. ყველაზე საოცრება ის მოხდა რომ სულ ყველა გავთხოვდით“, – იხსენებს მაკა შალიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g