ნინჩო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს ანანურის ტბის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ნაგვითაა სავსე.
„აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოს, აი, ასე ვუვლით ჩვენს ქვეყანას და ასე ვტოვებთ ტურისტულ ზონებს სეზონის ბოლოს. ნაგვითაა სავსე ანანურის ტბის მიმდებარე ტერიტორია. გერმანელი ტურისტები კი გაგრილებას ცდილობენ ნაგავში…“ წერს ნინჩო ჯიბლაძე.