ბლოგერმა და პოპულარული Youtube–არხის ავტორმა მარკ რობერმა მსოფლიოში ყველაზე გამძლე ბატუტი დაამზადა, შემდეგ კი მასზე ავტომობილი დააგდო.
მანქანის გადმოგდება ნებისმიერ ბატუტზე შეიძლება, თუმცა ვიდეოს ავტორს სურდა, რომ ამ დროს ბატუტი არ დაზიანებულიყო და პირიქით, მძიმე ტვირთი აესხლიტა კიდეც. მიზნის მიღწევაში რობერს მეგობრები დაეხმარნენ და ისეთი კონსტრუქცია შექმნეს, რომელსაც რამდენიმე ტონის გაძლება შეუძლია.
ხოლო, თუ როგორი გამოვიდა ექსპერიმენტი, ამის შეფასება თავად შეგიძლიათ.