„პირველი არხი“ გადაცემაში „აკუსტიკა“ გვიზიარებს იშვიათ საარქივო ჩანაწერს, სადაც ჩანს, როგორ ასრულებს კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი თავის ყველაზე ცნობილ სიმღერას, რომელიც მან კახეთს მიუძღვნა.
„კახეთო“ თავად მისი ავტორის შესრულებით შესანიშნავია და ამას კომენტარებშიც აღნიშნავენ:
„სულ მგონია, რომ ეს ძვირფასი ქალბატონი, ნუნუ დუღაშვილი იმიტომ დაიბადა ამ ქვეყნად, რომ ეს სიმღერა შეექმნა. უდიდესი მადლობა მას…“
„ავტორის შესრულებით ეს სიმღერა მაინც სულ სხვანაირად ჟღერს…“
„შესანიშნავია…“